
ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვის რესპუბლიკაშილევან დიასამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წლევანდელ სამიტზე ძირითადი თემები იქნება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები.
“მოლდოვაში სტარტს იღებს ევროპული გაერთიანების რიგით მეორე სამიტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად. სამიტზე ასევე მონაწილეობს 50 ევროპული ქვეყნის ლიდერი. აღსანიშნავია, რომ სამიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა ევროპაში არსებული გამოწვევების განსახილველად. ძირითადი თემები წლევანდელ სამიტზე იქნება ენერგეტიკა და უსაფრთხოების საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის ფარგლებში პრემიერს ექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან. ასევე მონაწილეობას მივიღებთ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე“, – განაცხადა ლევან დიასამიძემ.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს