Logo

ლევან დოთიაშვილი – დამიზნებით გვესროდნენ, მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, ზურგის, ხერხემლის არეში

საზოგადოება
1450
Frontnews image description

ლევან დოთიაშვილი 6 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, თავდაპირველად ერთი რუსი ე.წ. პოლიციელი გამოჩნდა ლომისის ეკლესიასთან, მან გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა, შემდეგ კი დოთიაშვილს და გინტურს გაესაუბრა. მისივე თქმით, ადგილზე სხვა ოკუპანტები მკვლელობის შემდეგ გამოჩნდნენ.

 

დოთიაშვილის თქმით, ოკუპანტებმა თავიდან მანქანას ესროლეს, საბურავები დაუცხრილეს, შემდეგ კი გინტურს დამიზნებით ესროლეს.

 

“დამიზნებით გვესროდნენ, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა… მივდივართ რა, არაფერი უთქვამს, ეტყობა რაციაში დაუძახა, რა მოხდა არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა რომ არ წახვიდეთო,  ყოველ შემთხვევაში არ გაგვივია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა.

 

მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, ზურგის, ხერხემლის არეში. ერთი თქვა, დამჭრაო, მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვიცი ეგ ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი. დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სროლის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას გავაგებინე იმის მერე 7 მოვიდნენ და წამიყვანეს”, –  აცხადებს დოთიაშვილი.

 

მისი თქმით, მას დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

“გზაში კი რაღაცა იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო, ყველა იყო იარაღით, მირტყამდნენ ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე”, – განაცხადა დოთიაშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები