Logo

ლევან ღირსიაშვილმა კახეთის რეგიონში 3 ახალი სკოლა დაათვალიერა

რეგიონები
69
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და პარლამენტის წევრ გიორგი ბენაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში საჯარო სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ქალაქ თელავის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის სკოლებში სტუმრობისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლებში სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარიული კვანძები და პანდუსი.

თაგები:

სკოლები
Advertisement