Logo

ლევან გოგიჩაიშვილი – შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, ისე არის დამოკიდებული ამ მოსმენებსა და ფარულ მიყურადებაზე

პოლიტიკა
1224
Frontnews image description

ივანიშვილი ფარულ მოსმენებსა და მიყურადებაზეაა დამოკიდებული, ეს რომ მოაშორო შეიძლება ჯანმრთლობის პრობლემები შეექმნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, ივანიშვილის მიერ შექმნილ სისტემას გადსამართლება მოუწევს.  

 

“ქართული ოცნება” ზუსტად ამიტომ დავტოვეთ,  რომ აღარაფერი აღარ დარჩა დემოკრატიის კომპონენტი იმ მმართველობაში, რომელიც საბოლოო ჯამში დამკვიდრა ივანიშვილმა.  დამოკიდებულია ამაზე.  ეს რომ მოაშორო,  შეიძლება ამ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას, ისე არის დამოკიდებული ამ მოსმენებზე და ფარულ მიყურადებაზე.

 

როდესაც არ გაასამართლა ივანიშვილმა სისტემა, ახლა მოუწევს ივანიშვილის სისტემას ამ ქვეყანაში გასამართლება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

სუს-ის მიერ პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლებზე  უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ახალი ფაქტები გახდა ცნობილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები