Logo

ლევან გოგიჩაიშვილი – ვის რას შოულობდა და სად შოულობდა, ამის შესახებ დოკუმენტირებული მასალა გოგაშვილის ხელშია მოქცეული

პოლიტიკა
914
Frontnews image description

ვის რას შოულობდა და სად შოულობდა, ამის შესახებ არის დოკუმენტირებული მასალა და ეს გოგაშვილის ხელში მოქცეული,  ამაზე ისინი ძალიან ნერვიულობენ,  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, “დღეს გოგაშვილი ამზადებს საბრალდებო დასკვნას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ“. 

 

“დღეს რაზეც დგას „ქართული ოცნება“ რუსულის მიკრომოდელი არის – ყველამ კარგად იცის,  ვის რას შოულობდა და სად შოულობდა, ამის შესახებ არის დოკუმენტირებული მასალა და გოგაშვილის ხელში მოქცეული, ამაზე ისინი ძალიან ნერვიულობენ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

 

მისი თქმით, გოგაშვილის დიდ წვლილი აქვს ამ ფორმაციის შექმნისთვის,  რასაც დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება წარმოადგენს. 

 

“გოგაშვილმა ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ ფორმაციისათვის, რომელიც ახლა არის, როდესაც დღეს პარტია და უსაფრთხოების სამსახური არის დღეს პრაქტიკულად ერთმანეთისგან განუყოფელი.

 

ამაზე ცუდი მმართველობა არ შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც უშიშროების სამსახური და პარტია არის ერთმანეთში შერწყმული“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები