ლევან გორდეზიანი - არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან საუბრის გარეშე

ავტორი
Front News საქართველო
არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან საუბრის გარეშე. მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი, - ამის შესახებ თსუ-ის პროფესორმა ლევან გორდეზიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის საწინააღმდეგო იმის, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა დღეს.
"ეს არის საწინააღმდეგო იმის, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა დღეს. განათლება უნდა გვაძლევდეს განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, ისინი კი ამას უპირისპირდებიან. ამ ფარგლებში, რაც არ უნდა კარგად დაალაგონ, ეს მიდგომა მიუღებელია. რაღაცები არ იციან, დეტალებიც არ ესმით და ბევრს ცოდავენ. ცალკეულ დეტალს თავისი უარყოფითი შედეგი ექნება, თუ მოესწრო განხორციელება.
არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან საუბრის გარეშე. მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი", - განაცხადა ლევან გორდეზიანმა.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.
თაგები:
ლევან გორდეზიანი




