ლევან იოსელიანი – 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა


ავტორი
Front News საქართველო
156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აქციაზე დაშავებულთა შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული რიცხვი და მდგომარეობა შემაშფოთებელია.
“156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%. ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვი, იმიტომ, რომ თუ დავაკვირდებით დინამიკას, მათ შორის წინა მანიფესტაციების, საგანგაშოდ იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს და გამოიყენონ მხოლოდ ლეგიტიმური ძალა მოქალაქეების მიმართ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
თაგები:
ლევან იოსელიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა