
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დაშვებული შეცდომის გამო, “სამართლიანმა არჩევნებმა“ პასუხისმგებლობა აიღო და მენეჯმენტი გადადგა.
“მოუვიდათ შეცდომა 2020 წლის არჩევნებზე, მაგრამ ეს შეცდომა “ისფედმა“ აღიარა. მისი ხელმძღვანელი გადადგა და ვფიქრობ, ახლა ასეთი ტიპის ანგარიშსწორების დრო არ არის, როდესაც უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ქვეყანას წინ, რაც დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.
ნებისმიერი პროცესი, რომელიც ინკლუზიურ გარემოს ანგრევს და დანაწევრებას იწვევს, 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მთავარი პუნქტის შეუსრულებლობას გულისხმობს, რომელიც ამბობს, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოხდეს და პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
თაგები:
ლევან იოსელიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს