ლევან იოსელიანი – აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი


ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
მისი განცხადებით, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
“სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს. დაკავებულია აქციის 10-ზე მეტი მონაწილე.
თაგები:
ლევან იოსელიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს