
ავტორი
Front News საქართველო
არ ვიზიარებ „ხალხის ძალის“ განცხადების შინაარსს, ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე აშშ-ს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მორიგ განცხადებას.
“მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფის მონაწილე, აშშ-ის საელჩოს დოკუმენტს ვიცნობ და ეს არის რეკომენდაცია. ის, რომ იქ არის სიტყვა „უნდა“ გამოყენებული, ეს ბუნებრივია, რადგან ინგლისურში ამ სიტყვას აქვს სამი აღმნიშვნელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის კატეგორიული და დანარჩენი ორი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამიტომ ვურჩევდი, რომ ინგლისურ ვერსიას გაეცნონ ეს ადამიანები.
გარდა ამისა, ზოგადად არ მიმაჩნია სწორად, რომ 30-წლიანი ისტორია, რომელიც აკავშირებს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც იყო მთელი ამ 30 წლის მანძილზე საქართველოს მხარდაჭერა და სხვა არაფერი – აი, ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა ამ ყველაფრის მიმართ. შენ რაღაც პოლიტიკურ კონტექსტს, დღეს არსებულ ინტერესს არ უნდა გადააყოლო უფრო მნიშვნელოვანი, საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა და ეს არ არის მარტო ურთიერთობა, ეს არის ყოველ ჯერზე საქართველოს მხარდაჭერა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
თაგები:
ლევან იოსელიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს