ლევან იოსელიანი – ჩვენ შევხვდით 327 დაკავებულს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები


ავტორი
Front News საქართველო
არაფორმალური ჯგუფების გამოჩენამ სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. სახიფათოა, როდესაც ნიღბებში ჩაცმული მოქალაქეები უსწორდებიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
სახალხო დამცველი მადლობას უხდის ყველა ჟურნალისტს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, არ დარჩეს გამოუძიებელი მათზე თავდასხმის ფაქტები.
“გამოხატვის უფლება არის ადამიანის გარანტირებული უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. მოვუწოდებ შსს-ს, რომ პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს. ჰქონდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს საშუალება, მშვიდობიანად გააგრძელონ პროტესტის გამოხატვა.
ჩვენ შევხვდით 327 დაკავებულს, აქედან 225 პირი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. პირადად ვნახე ეს ადამიანები და მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად და დროულად გამოიძიოს ყველა ეს საქმე და ადამიანები, ვინც ჩაიდინა დანაშაული, დაისაჯოს.
ჟურნალისტების როლი არის განუსაზღვრელად დიდი ამ საქმეში. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მათი საქმიანობა იყოს უსაფრთხო, შეძლონ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გააშუქონ. დაუშვებელია მათზე ზემოქმედება და განსაკუთრებით ის, რაც ვიხილეთ, როცა მოქალაქეები დაესხნენ თავს. ვინც ეს ჩაიდინა, ყველამ უნდა აგოს პასუხი.
არაფორმალური ჯგუფების გამოჩენამ სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. სახიფათოა, როდესაც ნიღბებში ჩაცმული მოქალაქეები უსწორდებიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს. მადლობა ჟურნალისტებს. მოვუწოდებ ყველას, ხელისუფლებას და ამავე დროს აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან რაიმე ტიპის ხელშეშლა ჟურნალისტებზე”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
თაგები:
ლევან იოსელიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს