ლევან იოსელიანი – ჩვენი სახელმწიფო მოწყობა არის საპარლამენტო ქვეყანა, რომელსაც სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი

ავტორი
Front News საქართველო
“მთავარი, რაც ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს, არის ჩვენი სახელმწიფო მოწყობის შესაბამისი პარლამენტის არსებობა. ჩვენი სახელმწიფო მოწყობა არის საპარლამენტო ქვეყანა, რომელსაც სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლანენტში მიმდინარეობს.
მისი თქმით, მრავალპარტიული პარლამენტი ვერ მიიღწევა მაღალი ბარიერის პირობებში.
“დაბალი ბარიერი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ ყველა სოციალური ჯგუფი წარმოვადგინოთ პარლამენტში, მათი ხმა ისმოდეს პარლამენტში და დისკუსია ყველა საჭირბოროტო საკითხზე მიმდინარეობდეს სწორედ პარლამენტში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


