ლევან იოსელიანი – ელისაშვილს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში, მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმაზეც


ავტორი
Front News საქართველო
ელისაშვილი გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით. იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმაზეც. უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ მომიტინგეების მიმართ.
“შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ. ცალკე მინდა გამოვყო პოლიციელების მხრიდან ალეკო ელისაშვილზე გამოყენებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ, მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით. იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმაზეც. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს” , – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
“ძლიერი საქართველოს” წევრი ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს