
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი ვერ გავიდა ქართული პოლიტიკიდან, ამის ბევრი მიზეზი აქვს და გასაგებია, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
“ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს რეალურად პოლიტიკაში, აიღოს პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე და ქალბატონ დეგნანსა და ნებისმიერ სხვას შეხვდეს, როგორც ოფიციალური პირი და არ იყოს ეს რაღაც გასაიდუმლოებული შეხვედრები, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენ.
ბიძინა ივანიშვილი ვერ გავიდა ქართული პოლიტიკიდან, ამის ბევრი მიზეზი აქვს და გასაგებია, ამიტომ ინსტიტუციურად ქვეყანაში ის უნდა იყოს პირველი პირი, ვინც ამდაგვარ გადაწყვეტილებებს იღებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს