
ავტორი
Front News საქართველო
მეტი არგუმენტაცია სჭირდება მაგალითებს, რომლებიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული “ვეტინგის“ შესახებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.
ლევან იოსელიანის თქმით, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც სასამართლოს სისტემის მიმართულებით უნდა განხორციელდეს, კონსტიტუციის შესაბამისი უნდა იყოს.
“ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საქართველოში არსებობს. მაგალითებს, რომელიც მოჰყავთ სხვა ქვეყნებში ჩატარებული “ვეტინგის“ შესახებ, ჩემი აზრით, მეტი არგუმენტაცია სჭირდება. ერთი მხრივ, შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები და მეორე მხრივ, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას.
ჩვენ ვიცით ალბანეთის მოდელი, როდესაც „ვეტინგის“ სისტემის შედეგები არათუ დამაკმაყოფილებელია, არამედ ამან მეტი პრობლემები წარმოშვა და ახლა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უკეთ არის ეს ყველაფერი შესასწავლი. როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ჩვენ გვქონდეს ნებისმიერი გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
თაგები:
ლევან იოსელიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს