ლევან იოსელიანი მზად არის, შეხვდეს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე მისი გამოხატვის უფლება დაირღვა


ავტორი
Front News საქართველო
ლევან იოსელიანი მზად არის, შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას და აცხადებს, რომ მზად არის, შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო.
2023 წლის 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თაგები:
ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი – სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას

ლევან იოსელიანი – თუ ვინმეს ამოცანა ჩემი შეურაცხყოფაა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ არ მგონია, რომ ამ ვითარებაში ეს სწორი იყოს

ლევან იოსელიანი – მოვინახულე ყველა დაზარალებული, რომლებიც არიან პალატებში, ერთზე მითხრეს, რომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში