ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის განაჩენი 24 ოქტომბერს გამოცხადდება


ავტორი
Front News საქართველო
ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის განაჩენი 24 ოქტომბერს გამოცხადდება.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მხარემ სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა თქვა.
ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
გელა უძილაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა