ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოიტანა.
წივწივაძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავებოდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 370-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.
ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.





