ლევან ჯობავა - ამათ ხელში გასაკვირი არაფერია, მოლოდინებს არ ვიქმნი, მზად ვარ ყველაფრისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ამათ ხელში გასაკვირი არაფერია, მოლოდინებს არ ვიქმნი, მზად ვარ ყველაფრისთვის. მე დამაკავებენ თუ არა, ეგ არ არის მთავარი, - ამის შესახებ ლევან ჯობავამ საქართველოში დაბრუნებისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქციებში მონაწილეობას გააგრძელებს.
"მინდა ყველას ვუთხრა - ქუჩაში იარაღით მოსიარულე არასრულწლოვნები და სრულწლოვნები, რომლებიც იარაღით იმიტომ დადიან, რომ აქვთ დაუსჯელობის სინდრომი, საფრთხეს წარმოადგენენ ნებისმიერი თქვენგანის შვილისთვის, განურჩევლად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა. ამიტომ, მშობლებს გთხოვთ, ეს საფრთხე პირად საფრთხედ აღიქვათ.
ერთმა ადამიანმა, რომლის მთელი ოჯახი სხვადასხვა დროს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა და დღესაც იბრძვის, ეს ამბები რომ მოხდა მომწერა - გააგრძელეო, ხოდა, გავაგრძელებ. დამიჭერენ თუ არა მე, ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი და გოგო არის ახლა გისოსებს მიღმა და მე დამიჭერენ თუ არა, ეგ არ არის მთავარი, მთავარია ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ რეჟიმის ტყვეები არ იქნებიან თავისუფალი და საქართველო არ გახდება თავისუფალი რუსული გავლენისგან.
ამათ ხელში გასაკვირი არაფერია, მოლოდინებს არ ვიქმნი, მზად ვარ ყველაფრისთვის. აქციებზე მონაწილეობას გავაგრძელებ აუცილებლად. უნდა იბრძოლო იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უსაფრთხო და თანასწორ გარემოში", - განაცხადა ლევან ჯობავამ.
ლევან ჯობავამ რამდენიმე დღის წინ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა არასრულწლოვანს, რომელიც სხვა ახალგაზრდებთან ერთად ბესიკის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხა. შსს-ს ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლდა, რადგან მისი იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა. პარალელურად, უწყებამ გამოძიება ახალი, ძალადობის მუხლით დაიწყო.
თაგები:
ლევან ჯობავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს