Logo

ლევან ხაბეიშვილი - 150 მილიონი დოლარის "შეკრება-შეგროვება" დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის

პოლიტიკა
460
Frontnews image description

“150 მილიონი დოლარის "შეკრება-შეგროვება" დაევალა ირაკლი ქარსელაძეს ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში”, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

“150 მილიონი დოლარის "შეკრება - შეგროვება" დაევალა ირაკლი ქარსელაძეს - ბიძინასთვის, თავის ყოფილ სამინისტროში.

მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ა.შ.

"ობშიაკისთვის" ფულის აგროვება დაწყებულია და თუ იურჩებენ, ამისთვის საგამოძიებოები და მდინარაძის სახელობის ამოღების კრიმინალური ბანდაც მზადყოფნაშია.

ტყუილად მოთქვამთ და წუწუნებთ - ან "ქეშს" დაუთრევთ ივანიშვილს ან, ან გზები იცით, სადაც მიდის", - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები