ლევან ხაბეიშვილი – 2030 წელზე იოცნებონ ერთად კობახიძემ, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა

ავტორი
Front News საქართველო
უახლოეს პერიოდში დადგება დრო, როდესაც “ქართულ ოცნებას“ მოუწევს პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლა, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს 2030-წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის შესახებ.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნების” ლიდერები საოცნებო ქვეყანას მოსახლეობას დაპირდნენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის შექმნეს.
“დაბალპროცენტიან სესხებს, უფასო ფულს, აღმშენებლობას, ქარხნებს, სამუშაო ადგილებს, პენსიას, საოცნებო ქვეყანას დაპირდა დაპირდა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს, მაგრამ მივიღეთ საოცნებო ქვეყანა ღარიბაშვილისთვის, კობახიძისთვის, ივანიშვილისთვის. უკვე ცინიზმით ამბობენ, რომ 2030 წლამდე უნდა იყვნენ და შემდეგ გვექნება ეკონომიკური ზრდა. ცხადია, საქართველოს მოქალაქეები ასე არ ფიქრობენ, მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში დადგება დრო, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლა. 2030 წელზე იოცნებონ ერთად კობახიძემ, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი




