ლევან ხაბეიშვილი – 350 დოლარად ნუ გახდები პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე და თაობებს ნუ დაუტოვებ უმძიმეს იარას


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს მიმართავს.
“პოლიციელები, ძალოვნები, ყველა, ვინც ხელს უწყობთ რუსებს, სახელმწიფოს მტრებს, ოკუპანტებს მესამე პრეზიდენტის სიკვდილში და იცავთ კობახიძეებს, მდინარაძეებს, ღარიბაშვილებს ისტორიაში ჩაიწერებით – მკვლელობის ორგანიზების თანამონაწილეები რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად.
1000 – 1300 ლარის გამო რომ პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე ხარ, ამას მოუყვება ისტორია თქვენს მომავალ თაობას. უდიდესი ლაქა დაგრჩებათ ცხოვრებაში და ვერასდროს იქნებით წელგამართულები, ამაყები… ბიჭებო, რუსული ოცნება თქვენი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით კლავს მესამე პრეზიდენტს…
350$-ად ნუ გახდები პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე და თაობებს ნუ დაუტოვებ უმძიმეს იარას”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.


ლევან ხაბეიშვილი – ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, გავითვალისწინოთ ერთმანეთი და პუტინისტებს ნუ მივცემთ დამატებით სალაპარაკოს და გასარჩევს

ლევან ხაბეიშვილი – მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მკაცრი რეაქცია და შესაბამისი დრო, ყურადღება დაუთმონ ამ უმძიმეს ფაქტს

ლევან ხაბეიშვილი – ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ, ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის და რამდენიმე კვირის გამო