Logo

ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერს, ივანიშვილი, შენ და შენნაირი კუდაბზიკები დაელოდეთ ხალხის განაჩენს და აბა გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი

პოლიტიკა
224
Frontnews image description

“4 ოქტომბერს, ივანიშვილი, შენ და შენნაირი კუდაბზიკები დაელოდეთ ხალხის განაჩენს და აბა გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი, ამ შემთხვევაში მართლა მიიღებთ მრისხანებას”, - ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერის კახი კალაძეს განცხადებას.

“კალაძე ბრიქაობის ნაცვლად დაინტერესებული რომ იყოს ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები რომ დაასისხლიანეს, ერთი საქმე მაინც გამოეძიებინათ. ჟურნალისტები რომ დაასახიჩრეს, მათ შორის თქვენი კოლეგები, მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, ერთი საქმე მაინც რომ ჰქონდეთ გამოძიებული ვიტყოდი, რომ ადეკვატურად იწელება ეს კაცი, მაგრამ დღევანდელ დღეს მე რაც ვნახე, აბსოლუტურ ისტერიკაშია. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც კანონს გადადის და კონსტიტუციას, ეგ არის ხალხი, რომლებიც კანონსაც გადადიან, კონსტიტუციასაც.

კახი, ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ გაბედავთ ადამიანების წამებას, თქვენ ვეღარ მოიტაცებთ ჩვენს მოქალაქეებს და სისხლის გუბეებს ვერ დააყენებთ ე.წ. პოლიციის მანქანებში, კი, ამას გავბედავთ და დამშვიდდი, დადინჯდი, რადგან გუნდში გეტყვიან, რომ შენი გამომეტყველება მშიშარა კაცის გამომეტყველებას ჰგავს და სწორად გეშინია - 4 ოქტომბერს, ივანიშვილი, შენ და შენნაირი კუდაბზიკები დაელოდეთ ხალხის განაჩენს და აბა გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი, ამ შემთხვევაში მართლა მიიღებთ მრისხანებას”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Advertisement