ლევან ხაბეიშვილი - 9000 ლარზე ყადაღა გამომიგზავნეს ციხეში

ავტორი
Front News საქართველო
ჩემს საქმესთან დაკავშირებით მურთაზს რაღაც სიგიჟეს ედავებიან და ეს ხდება მიზანმიმართულად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივად ყველას უფარდებენ გირაოს, მის გარდა.
“ჩემს საქმესთან დაკავშირებით მურთაზს რაღაც სიგიჟეს ედავებიან და ეს ხდება მიზანმიმართულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლესაც ესმის, რომ ჩემი სასამართლო პროცესი არის მაქსიმუმ 3-4 საათიანი, სადაც დაიკითხება ის დანიშნული, მოწვეული მოწმეები, რომლებიც ჰყავს პროკურატურას, მოწვეული! რომელსაც სუსმა მისწერა, რომ გამოგვიყავით ახლა, ლევან ხაბეიშვილისგან შეურაცხყოფილი მოწმეები. იმ ხალხს მისწერეს, მე რომ თავ-პირი დამალეწეს და ამ ადამიანებიდან დანიშნეს, მოიწვიეს სამი ადამიანი.
ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა. მარტო მე გამიშვეს პატიმრობაში, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან - 9000 ლარზე ყადაღა გამომიგზავნეს ციხეში. მოწმე პროცესზე არ მოდის, ტელეფონი არა, შვილები არა, მოწერა არა, ყველაფერი ამიკრძალეს და კიდევ 9000 ლარის ჯარიმა გამომიგზავნეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი




