ლევან ხაბეიშვილი – ამ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის“, “გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება. „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად ამაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქი პრეზიდენტ სააკაშვილს ამყოფებს ციხეში. ამიტომ, ამ პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქართველ ხალხთან ერთად მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე.
დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ართმევს შესაძლებლობას ჩვენს ხალხს, იყოს საქართველოში, იყოს ღირსეული სამუშაო ადგილები და დასაქმების პირობები. ის როლი, რომელზეც პრეზიდენტ სააკაშვილი საუბრობს, არის ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ის ტყვეობაში იმყოფება აბსოლუტურად უსამართლოდ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი – პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვების და ივანიშვილის დამარცხებაში

ლევან ხაბეიშვილი – “ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

მიხეილ სააკაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერი ნიკა მელიაა, მე უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ