Logo

ლევან ხაბეიშვილი - ამ ერთ თვეში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავტეხოთ უიმედობა, გავიდეთ ბოლოში, არცერთი სახლში არ უნდა დარჩეთ

პოლიტიკა
240
Frontnews image description

ეს ერთი თვე, ხალხო, მომეხმარეთ ნიჰილიზმის და უიმედობის დანგრევაში. მე დავდგები თქვენთან, თქვენ დამიძახეთ, სად მოგემსახუროთ. მე გთავაზობთ ჩემს ტყავს, არ გეტყვით რომ თქვენ ბრძოლაში წადით და მე უკან გამოგყვებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოსალოდნელი შედეგები მოქალაქეებზეა დამოკიდებული.

"ეს პროცესი თქვენზეა დამოკიდებული. პაატა ბურჭულაძის ინიციატივაა, რომელსაც რიგითი ერთი ქართველი შევუერთდი მე. მე აქტიურად დავდივარ ქალაქებში, უბნებში და ადამიანებს ვეუბნები, რომ 4 არის ჩვენზე დამოკიდებული. კითხვა არის - 4-შივე დამთავრდება? მე გპასუხობთ - 4-შივე შესაძლებელია დამთავრდეს, ეს თქვენზეა დამოკიდებული, პულტს თუ გადადებთ და თქვენს მეზობელს ეტყვით, რომ ეს დროშა გვაქვს დასაცავი. ნუ გაერთიანდებით ნურავის გარშემო, მე არ გთხოვთ რომელიმე პარტიის ან პოლიტიკოსის გარშემო გაერთიანებას, მით უმეტეს, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ არ აინტერესებს პოლიტიკა. პარტიას და პოლიტიკოსებს დავუბრუნოთ თავისუფალი არჩევნები და მერე ვისაც გაგიხარდეთ, იმათ მიეცით ხმა.

როგორც ეშმაკს ეშინია პირჯვრის გადაწერის, ისე ეშინია ამ დროშის ბიძინა ივანიშვილს. გადახედეთ, "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებას, არსად საქართველოს დროშა არ არის იმიტომ, რომ მათ სძულთ ეს დროშა იმიტომ, რომ მათ მიიტაცეს საქართველო, მათ უნდათ, რომ საქართველო იყოს რუსეთის გუბერნია. 

მე დავდგები თქვენთან, თქვენ დამიძახეთ, სად მოგემსახუროთ. მე გთავაზობთ ჩემს ტყავს. მე არ გეტყვით რომ თქვენ ბრძოლაში წადით და მე უკან გამოგყვებით. გავიმარჯვებთ უპირობოდ. მერე იქნება თავისუფალი არჩევნები. ჩვენი ამოცანაა თავისუფალ არჩევნებამდე მისვლა. 

ჩემი თხოვნაა, დროშის გარშემო გავერთიანდეთ. მე ვიქნები მსახური, ჩვენი დროშის გარშემო გავერთიანდეთ. დაივიწყეთ პოლიტიკური პარტიები. არაფრისთვის არ ვარ მზად, გარდა გამარჯვებისა, არაფერზე არ ვფიქრობ, გარდა გამარჯვებისა.

ჩემზე მაგრებიც ხართ, აქტიურებიც ხართ. ოღონდ პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თითოეულმა ქართველმა, არცერთი სახლში არ უნდა დარჩეთ. ნუ გეშინიათ. ეს ერთი თვე, ხალხო, მომეხმარეთ ნიჰილიზმის და უიმედობის დანგრევაში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Advertisement