Logo

ლევან ხაბეიშვილი - არ შეგეშინდეთ არაფრის, არანაირი უკან დახევა, გამარჯვება არის ქართველი ხალხის ხელში

პოლიტიკა
195
Frontnews image description

ქართველ ხალხს არ შეგეშინდეთ არაფრის, არანაირი უკან დახევა, გამარჯვება არის ქართველი ხალხის ხელში, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დაკავებისას.

"ქართველ ხალხს არ შეგეშინდეთ არაფრის! შეშინებული ხელისუფლება, ქართველ ხალხს არ შეგეშინდეთ არაფრის, ქართველ ხალხს შეგიძლიათ გაიმარჯვოთ. თავი არ დაუხაროთ რუსულ რეჟიმს! არანაირი უკან დახევა, გამარჯვება არის ქართველი ხალხის ხელში”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ეზოში დააკავა.

Advertisement