ლევან ხაბეიშვილი – არ ვაპირებთ მარტივად რამის დათმობას, არათუ დათმობას, ვაპირებთ გამარჯვებას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, მოქმედებას და ამას ნახავთ, როგორც ნახეთ, მაგალითად, გუშინ. ჩვენ არ ვაპირებთ მარტივად რამის დათმობას, არათუ დათმობას, ვაპირებთ, საბოლოო ჯამში, გამარჯვებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენი გამარჯვება, ოღონდ ამას უნდა მოქმედება და ბრძოლა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ამ კანონის განხილვა იქნება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, დავიცავთ ყველას, არავის დავტოვებთ მარტო, გავმაგრდეთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ.
რუსული კანონის განხილვის პარალელურად, გუშინ დააკავეს ანტიპუტინისტური კანონის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები. ახლა ვართ ერთ-ერთ იზოლატორთან, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ დაკავებული. ჩვენი იურისტი ვანო პეტრიაშვილი ეცდება ყველას მონახულებას. ჩვენ გვინდა, რომ ყველას უფლებები დავიცვათ. ყველამ უნდა იცოდეს, არაფრის შეგეშინდეთ. ამ პუტინისტებს დავდებთ ბეჭებზე ყოველ მიზეზ გარეშე. არავინ იფიქროს, რომ ვინმე სადმე ბრძოლაში მარტოა, მთელი საქართველო არის ჩვენთან ერთად. ყველამ, დაკავებულებმაც უნდა იცოდნენ, რომ მომავალში ბევრი ბრძოლა მოგვიწევს, იქნება ეს ორშაბათი, სამშაბათი, იმ დღეებში, როცა ამ კანონის განხილვა იქნება აქტიური, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. დავიცავთ ყველას. მარტო არ ხართ. გავმაგრდეთ და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი – არ გამოგივათ ვინმეზე რამის გადაბრალება

ლევან ხაბეიშვილი – ამ ადამიანებს არათუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ, პრეზიდენტ სააკაშვილის ნამოქმედარს რაიმე შეფასება გაუკეთონ

ლევან ხაბეიშვილი – არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ