ლევან ხაბეიშვილი – ბიძინა ივანიშვილი 12 წელია, გატყუებთ, ახლა თქვენ გადააგდეთ, მოატყუეთ ბიძინა


ავტორი
Front News საქართველო
ყველა საჯარო მოხელეს უნდა ვუთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი 12 წელია, გატყუებთ, ახლა თქვენ გადააგდეთ, მოატყუეთ ბიძინა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ხალხის ხელშია.
“ყველა საჯარო მოხელეს უნდა ვუთხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი 12 წელია, გატყუებთ, ახლა თქვენ გადააგდეთ, მოატყუეთ ბიძინა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერავინ ვერ გაიგებს მათ არჩევანს.
სოციალურად დაუცველებს აშინებენ, რომ დახმარებას ჩამოართმევენ. უნდა გაიაზროთ, რომ ვერავინ ვერაფერს ჩამოგართმევთ, ესენი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში. დღეს ხელისუფლება გაქვთ თქვენ და თქვენ თუ გადაწყვეტთ, ესენი ხელისუფლებაში არ იქნებიან. კოალიციური მთავრობა იმიტომ კი არ უნდა შეიქმნას, რომ თქვენ რამე ჩამოგართვათ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი კეთილდღეობა რომ გაიზარდოს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი – რა შეუმსუბუქდება მილიონობით ადამიანს, როცა თქვენ პრემიერად დაგნიშნავთ ბიძინა ივანიშვილი?

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვდებენ!

ლევან ხაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ორგანიზატორი ცხადია, არის ბიძინა ივანიშვილი რუსების დავალებით