Logo

ლევან ხაბეიშვილი - ჩემი სახით, საკუთარი შიში, მარცხი და კაპიტულაცია "დააკავა", დროშების რევოლუცია ახლოვდება

პოლიტიკა
252
Frontnews image description

ჩემი სახით, საკუთარი შიში, მარცხი და კაპიტულაცია "დააკავა". ეშინია მას ლანდისაც და ამიტომ ჩამაგდო დილეგში. ვერ გაუგია ბორიას, რომ საქართველოს დროშების რევოლუცია ახლოვდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

"ასე მხნედ არასოდეს ვყოფილვარ, ივანიშვილმა პირველად აღიარა მარცხი. ყოველთვის სათამაშო მაგიდას თავად შლიდა და შემდეგ თავად მის მაგიდაზე გვეძახდა. ასე იყო სულ. ოთხშიც გაშალა მაგიდა - "არჩევნები" და დაგვპატიჟა, სამაგიეროდ აქეთ პაატა ბურჭულაძემ და ხალხმა გაშალა მეორე ფრონტი და დაუძახა ბიძინას. ივანიშვილი დატყდა ამ ბრძოლიდან. მას არ სურს ხალხის თამაშის წესების მიღება, ის მხოლოდ მის წესებს აღიარებს და 4 ოქტომბერს სახალხო მშვიდობიანი რევოლუცია მისთვის გამოწვევა აღმოჩნდა, რომელსაც მარცხამდე გაექცა. მხოლოდ რწმენა და სიმტკიცე გვჭირდება გამარჯვებისთვის. ჩემი სახით, საკუთარი შიში, მარცხი და კაპიტულაცია "დააკავა". ეშინია მას ლანდისაც და ამიტომ ჩამაგდო დილეგში. ვერ გაუგია ბორიას, რომ საქართველოს დროშების რევოლუცია ახლოვდება, 4 ოქტომბერი არის ჩვენი დიდგორი", - წერს ლევან ხაბეიშვილი. 

11 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მისმა უფლებადამცველებმა აღნიშნული კი უკვე გაასაჩივრეს.

Advertisement