
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირში შესვლის პარალელურად, ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ უფასო კვებას მიიღებს 580 ათასი ბავშვი სკოლაში. ასევე, ყველა პირველ ახალშობილზე ოჯახს მიეცემა 6 ათას ლარიანი დახმარება წელიწადში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ ოჯახები ერთმანეთისგან შორს სამსახურის გამო, არ იყვნენ.
“ევროკავშირში შესვლის პარალელურად, ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ უფასო კვებას მიიღებს 580 ათასი ბავშვი სკოლაში. ასევე, ყველა პირველ ახალშობილზე ოჯახს მიეცემა 6 ათას ლარიანი დახმარება წელიწადში, ანუ, 500 ლარი თვეში. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ყველა მეორე შვილზე სახელმწიფო გადაიხდის 100 ლარს ყველა ოჯახისთვის. ყველა მესამე ბავშვზე ოჯახს ჩვენ დავეხმარებით 1500 ლარით ყოველთვიურად.
მნიშვნელოვანია ძლიერი ოჯახები საქართველოში. მეუღლეები არ უნდა იყვნენ დაშორებულები ათი ათასობით კილომეტრებით, ოჯახებს ერთმანეთის მონატრებაში სული არ უნდა ძვრებოდეთ”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს