
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ პოლიტიკოსები და ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერიონ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქცია, რომელიც იმართება, არის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის და მასზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება.
“მთელმა მსოფლიომ, მთელმა ქვეყანამ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ არ შევეგუებით პრეზიდენტის სიკვდილს და საქართველოს არ უნდა იქცეს პრეზიდენტების მკვლელობის ადგილად. სოლიდარობის აქციისათვის ჩვენ სიმბოლურად შევარჩიეთ „ქართული ოცნების“ მიმდებარე ტერიტორია.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ პოლიტიკოსები დ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერიონ სამართლებრივ გადაწყვეტილებებში და სასამართლოს მიეცეს თავისუფალი გადაწყვეტილების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანას, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს