
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არ ეხებოდა ნიკა მელიას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნოდა მას პირადად, რაც შეეხება Facebook-სტატუსს, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის Facebook-ზე გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის უკვე სახელს და გვარს, ვინ არის ის ადამიანი, ან ადამიანები, ვინც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს.
ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე ვინმეს შესაძლებლობა, გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება.
ამ ადამიანმა საკუთარი თავი გარიცხა და რიცხავს ყოველ დღე მისი ყველა საჯარო განცხადებით. “ნაციონალური მოძრაობის” წევრობა არ განისაზღვრება მანდატით ან დოკუმენტით, ეს განისაზღვრება მოქმედებებით, საქციელით და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი როცა ხარ, უნდა გქონდეს თავმოყვარეობა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს