
ავტორი
Front News საქართველო
მინდა, ბოდიში მოვუხადო “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ იხილეს აბსოლუტურად გაშიშვლებული პოლიტიკურად, უარგუმენტო და მოჭორიკნო პარტიის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“გაოცებული ვარ. არც ერთი სიტყვა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მის გადაყვანაზე, გეგმებზე, მოქმედებაზე, პარტიის გაძლიერებაზე, რუსი ოლიგარქის დამარცხებაზე, მის მავნებლობაზე, არანაირი კომუნიკაცია აქტივთან და პარტიის წევრებთან. მინდა, ბოდიში მოვუხადო “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ იხილეს აბსოლუტურად გაშიშვლებული პოლიტიკურად, უარგუმენტო და მოჭორიკნო პარტიის ხელმძღვანელი.
ნიკა მელიამ უნდა გაიგოს, რომელ პარტიაში იღებს მონაწილეობას არჩევნებში. მას ალბათ, ჰგონია, რომ სხვა პარტიის წარმომადგენელია, ან სხვა პარტიაში იცავენ და თავს ესხმის ლევან ვარშალომიძეს, რუსთავში გამარჯვებულ დავით კირკიტაძეს, გამარჯვებულ ბასიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, არ ვიცი, დატოვა ვინმე “ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისაც თავს არ ესხმის?“, – განაცხადა ხაბეიშვილმა „ფორმულას“ ეთერში ნიკა მელიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს