Logo

ლევან ხაბეიშვილი - დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი უნდა იყოს, ცხადია, მშვიდობიანი

პოლიტიკა
357
Frontnews image description

“ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი უნდა იყოს, ცხადია, მშვიდობიანი - ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველ დღე და 4-ში საერთოდ თქვენ აღარ იქნებით”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

"ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული, მდინარაძე გახდა ახლა რკინის ხელი, ეს ფაფაცუა აბსოლუტური. დავალება მისცა, ახლა მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართ, ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ, ეს ცხადია იყო შეთანხმებული, შეთანხმების გარეშე იქ მილიციელები რომ იდგნენ, თავზე რომ დააფურთხეს იმათ, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია დააკავებდნენ.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ივანიშვილის ისტერიკა. ეს გამოვლინებაა, ბოლო ჟამია, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი უნდა იყოს, ცხადია, მშვიდობიანი - ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველ დღე და 4-ში საერთოდ თქვენ აღარ იქნებით", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Advertisement