ლევან ხაბეიშვილი - თუ თქვენ შიშებს ვერ ერევით, თუ თქვენ მხოლოდ ეთერებში ლაპარაკობთ და ხალხს ლოდინში ტოვებთ, მაშინ ხალხი თვითონ წავა მშვიდობიანი რევოლუციის გზით


ავტორი
Front News საქართველო
პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი - 4 ოქტომბერს გამარჯვების დღედ აცხადებს და მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე მზად ვარ ვიყო ამ საქმის ერთი, რიგითი მოსამსახურე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.
"პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების "არჩევნებში" მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! - არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!
გავიგეთ, რომ "ბოიკოტში" ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი - აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?! რა გზას ადგახართ და რეებს "ბოჟიალებთ"?!
ეთერებში სხედხართ და აი ეს იქნება, დაველოდოთ, მოხდება, ევროკავშირი იტყვის, ამერიკა იტყვის…
გვაშტერებთ?! გვასულელებთ?!
ბრძოლის გამოცხადების გეშინიათ, რადგან ორჯერ უფრო გეშინიათ, რომ დავმარცხდებით?! ამ შიშებით გინდათ ოდესმე გაიმარჯვოთ?!
არა ძმებო, ასე არ გამოვა!!!! ან ერთი ადგილის თამაშს მოეშვით და ხალხს აჩვენეთ გზა, ბრძოლა ან უბრალოდ დაბრუნდით "არჩევნებში" და ნუ წვალობთ უაზროდ!
თქვენს შიშებს, თქვენს თავს ვერ ერევით და ბიძინას გინდათ მოერიოთ ასე "მიპარვით", დალოდებით?! 3-ჯერ ტელევიზორში გამოჩნდით და თავი კიტრებად მოგაქვთ.
ცოტა მიწაზე გაიარ-გამოიარეთ და 5-10 კაციანი უსაქმურების კლუბიდან გარეთაც გაიხედეთ.
მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან ერთად, ასეთი პირი უჩანს.
ორღობის ჭორიკანებად ჩამოყალიბდით - ყურში ჩურჩული, ამან თქვა, იმან თქვა, ამან "დაალაიქა", იმან "გააზიარა", ეს იმას შეხვდა, ეს ამას ესაუბრა და არჩევთ ასე, არამკითხე მოამბესავით არასაჭირო, არასაქმიან თემებს და მხოლოდ სხვისი რევიზიით, გამორკვევით ხართ დაკავებული.
დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება მწიფდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს!!!
პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი - 4 ოქტომბერს გამარჯვების დღედ აცხადებს და მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე მზად ვარ ვიყო ამ საქმის ერთი, რიგითი მოსამსახურე.
ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!" - წერს ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს