Logo

ლევან ხაბეიშვილი - ეს ოპერაცია ჩაატარა რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებმაც საჩუქარი გაუკეთეს ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს

პოლიტიკა
367
Frontnews image description

ეს არ იყო წამოყვირება, მან გასცა, ფაქტობრივად, ოხანაშვილი-მდინარაძის ვერსია, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაა.

"მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს ვითომ წამოაყვირა ახლა, რომ აი, ჩამოვიყვანეთ ბაჩიაშვილიო, არადა სუსის ვერსია აბსოლუტურად სხვა არის. ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ შიგნით დანა სისხლად არიან გადაკიდებული. ეს არ იყო წამოყვირება, მან გასცა, ფაქტობრივად, ოხანაშვილი-მდინარაძის ვერსია.

ეს ოპერაცია ჩაატარა რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებმაც საჩუქარი გაუკეთეს ივანიშვილს და მისი პირადი ტყვე გადმოსცეს. აქ ოპერაციის ჩამტარებელი რომ მდინარაძეა, ცხადია, ანეკდოტია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის არანაირ მოტაცებას და გატაცებას არ ჰქონია ადგილი და ის უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანეს.

Advertisement