
ავტორი
Front News საქართველო
ესებუასთან დაკავშირებით გომელაური პირდაპირ ღლიცინებდა, რამაც წაახალისა კრიმინალი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის შს მინისტრი მოქალაქეების უსაფრთოებაზე ზრუნვის ნაცვლად რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ზრუნავს.
“ჩვენ ვიცით ესებუასთან დაკავშირებით გომელაური პირდაპირ ღლიცინებდა, რამაც წაახალისა კრიმინალი, ესებუას ყაჩაღობის შემდეგ ათობით ასეთი დანაშაული მოხდა. ეს გამოძახილია იმის, რომ კრიმინალებმა იფიქრეს, რომ ყველაფერი მოსულა ამ ქვეყანაში. ჩვენდა სამწუხაროდ, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავის ნაცვლად, ეს ადამიანი ზრუნავს ასიამოვნოს კრემლს, გრუ-ს ეფბ-ს, პირდაპირ მათ მსახურად არის ქცეული. ოღონდ ამას უკვე ვინმე კი არ ამბობს, ოპოზიცია კი არ სდებს ბრალს, არამედ მისი მოადგილე“, – განაცხადა ხებეიშვილმა.
20 სექტემბერს ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 12 მძევალი აიყვანა და 2 მილიონი აშშ. დოლარი, რუსეთის დროშა, ვერტმფრენი და ანკესი მოითხოვა. 9-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ თავდამსხველი დააკავა და მძევლები უვნებლად გაათავისუფლა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს