Logo

ლევან ხაბეიშვილი – ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მკვლელები და ქურდები

პოლიტიკა
1315
Frontnews image description

გუშინ  მერმა გახსნა სკვერი და დღეს ამბობს, „იცით რა,  კომპანია“… კომპანია კი არა, ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, – განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა  ლევან ხაბეიშვილმა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.  

 

მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლე კორუფციულ ინტერესებს ეწირება. 

 

“ახლა გაჩუმება უკვე არის დანაშაული. დანაშული იმიტომ რომ ათობით მილიონ ლარს ხარჯავენ კორუფციულად, მხოლოდ ფულისთვის, მომხვეჭელობისთვის, იმიტომ რომ მეტი ფული იშოვნონ, არად დაუდევთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. 

 

უკაცრავად, 2 შვილი მყავს, ჩემი შვილებიც დადიან სკვერებში, ჩემი შვილებიც თამაშობენ და დღეს უსაფრთხო აღარ არის აბსოლუტურად არაფერი. 

 

გუშინ  მერმა გახსნა სკვერი და დღეს ამბობს, “იცით რა,  კომპანია“… კომპანია კი არა, ესენი არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, ესენი არიან მკვლელები და ქურდები. სანამ ამ ნაძირლებს არ დავარქმევთ ყველას საკუთარ სახელს,  არაფერი გვეშველება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.  

 

ვაკის პარკში, სადაც გუშინ ქალაქის მერმა შადრევანი საზეიმოდ გახსნა, დღეს ტრაგედია დატრიალდა, ერთი ბავშვი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები