
ავტორი
Front News საქართველო
ეცდებიან, სახალხო დამცველი იყოს არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა სახალხო დამცველის არჩევის წესში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების შესახებ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება ხალხისთვის რაიმე სასარგებლოს გააკეთებს.
“არ მაქვს წარმოდგენა, რომ “ქართული ოცნება” რამეს გააკეთებს ისეთს, რაც კარგი იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ამ ადამიანებს განზრახული აქვთ, რომ ყველა ინსტიტუცია ჩაიგდონ ხელში, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებითაც ეცდებიან სახალხო დამცველი იყოს არა ხალხის წარმომადგენელი, არამედ ბიძინა ივანიშვილის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს