
ავტორი
Front News საქართველო
უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში გაძვირებული ფასები, რაზეც სამწუხაროდ, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში იცინიან და დასცინიან მოსახლეობას უმრავლესობის ლიდერები, – განაცხადა ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ყველაფერზე იმის გარდა, რაც მათი საქმეა.
“რეალობაში იქნებ ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც გასცემს მოსახლეობის მთავარ შეკითხვებს პასუხს იმაზე, რაც თქვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ვგულისხმობ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას, უმუშვრობას, რომელიც არის საქართველოში. თქვენივე მოწოდებული ინფორმაციით, გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა იზრდება და მერე იტყვით, რომ რაღაც ეკონომიკური ზრდა გაქვთ“, – მიმართა ლევან ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს