Logo

ლევან ხაბეიშვილი - გდდ-ს თანამშრომლებს მივმართავ, ნუ დაუპირისპირდებით თანამოქალაქეებს, მიიღეთ 200 000 დოლარის რეალური ჯილდო

პოლიტიკა
222
Frontnews image description

“ივანიშვილს და მის რეჟიმს ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის და ამას ადასტურებს გდდ-ს თანამშრომლების დარბევის იმიტაციები. გდდ-ს თანამშრომლებს მივმართავ, ნუ დაუპირისპირდებით თანამოქალაქეებს, მიიღეთ 200 000 დოლარის რეალური ჯილდო – გამარჯვება ახლოს არის, და ივანიშვილს უკვე მუხლები ეკვეთება შიშისგან”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"გუშინ გავრცელდა ვიდეო, რომ გდდ-ს თანამშრომლები ვარჯიშობენ და რამდენიმე კვირაა, სხვათა შორის,, რაც ამას აკეთებენ. 4 ოქტომბრის ძალიან ეშინია ივანიშვილს, მის დაჯგუფებას. ყველამ იცის, რომ ქუდზე კაცი გამოდის და ივანიშვილის დამარცხებას წინ არაფერი აღარ უდგას და ცხადია ვერც ეს გდდ-ს თანამშრომლების ვარჯიში, კოტრიალები, იმიტაციები ვერ უშველის პროცესს, რომელიც უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. თავის მართლება, რომ არაფრის არ ეშინიათ, თუ არ ეშინიათ მაშინ რისთვის ამზადებენ? რატომ ჰყავთ გამოყრილი გდდ-ს თანამშრომლები ამ სიცხეში?

მე მინდა ყველა გდდ-ს თანამშრომელს ვუთხრა, რომ თქვენ გაქვთ შანსი არა თუ თქვენს თანამოქალაქეებს დაუპირისპირდეთ, არამედ 200 000 დოლარი მიიღოთ ჯილდო, ამიტომ ამაზე იფიქრეთ, ეს ჯილდო რეალურია, ხელშესახებია და ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ თქვენს თანამოქალაქეებზე უკანონოდ იძალადოთ, თქვენ უბრალოდ ფარის დადება მოგიწევთ, ივარჯიშეთ ფარის დადებაში თქვენთვის ჩუმად და მიიღეთ ეს 200 000 დოლარი ჯილდო. გამარჯვება არის ძალიან ახლოს და ივანიშვილს რომ მუხლები ეკვეთება შიშისგან, ესეც ნათლად ჩანს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Advertisement