ლევან ხაბეიშვილი - გვეყოს "წუწუნი", საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი, დრო აღარ ითმენს!


ავტორი
Front News საქართველო
“რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები? ე.წ. ხელისუფლება მტერთან აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებს. გვეყოს “წუწუნი”! დრო აღარ ითმენს – 4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე, მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი“ - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
“რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით რომ “გრუ” სხვა "მესიჯს" მისწერს მის წარმომადგენელს?! - პუტინის, ლავროვის, ზახაროვას გაგრძელება რუსებისგან გინდათ სახელმწიფოებრივი განცხადებები მოისმინოთ?! აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებენ ჩვენს მტერთან ერთად.
რუსული ჩექმა, სიმწარე, ადამიანების გატაცება, წამება, ტერიტორიების მიტაცება… და რა, იგივე არ გააკეთა აქ ივანიშვილმა?! რუსთაველიდან არ მოიტაცა ადამიანები?! არ აწამა?! არ გაძარცვა მოსახლეობა და არ მიიტაცა ჩვენი, ხალხის ქონება?!
გვეყოს "წუწუნი"!!! საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! - დრო აღარ ითმენს!
4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე!!!.” - წერს ლევან ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს