
ავტორი
Front News საქართველო
“თითოეული თბილისელისთვის დღეს მგზავრობის გადასახადი გაძვირდა და 50 თეთრიდან გახდა 1 ლარი, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის 2022 წელს გაძვირდა ელექტროენერგიის ტარიფი და ეს უკვე აისახა მათ ქვითრებზე, გაძვირდა დასუფთავების გადასახადი იურიდიული პირებისთვის, რაც დამატებით ტვირთად დააწვება ბიზნესსა და შემდეგ უკვე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სერვისებით სარგებლობენ, გაძვირებულია საწვავი და პირველადი მოხმარების პროდუქტები. ამ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემებს ხელისუფლება უნდა აგვარებდეს.
“რეალობაში იმისთვის ხართ დაქირავებული, რომ დაეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს, ვისაც სახურავი არ აქვს, ვინც სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, ვისაც 1 ლარად და 40 თეთრად კვებავთ. ეს არის რეალობაში თქვენი სამსახური“, – მიმართა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს