ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური "ვაჭრუკანების", ოპოზიციაში "დასაქმებულების", "ლაი-ლაისტების“ ეპოქა

ავტორი
Front News საქართველო
4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი. ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური „ვაჭრუკანების“, ოპოზიციაში „დასაქმებულების“, „ლაი-ლაისტების“ ეპოქა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილშია აღნიშნული.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის გამარჯვების დღე არ ეკუთვნის „პოლიტიკოს“ ოპოზიციონერებს. ეს დღე არის სახალხო, ეროვნული დღესასწაული.
"4 ოქტომბრის გამარჯვების დღე არ ეკუთვნის „პოლიტიკოს“ ოპოზიციონერებს. ეს დღე არის სახალხო, ეროვნული დღესასწაული. 4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი. ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური „ვაჭრუკანების“, ოპოზიციაში „დასაქმებულების“, „ლაი-ლაისტების“ ეპოქა. ეს იქნება აბსოლუტურად ახლის დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ექნება მის აღმატებულება ქართველ ხალხს! მიგულეთ რიგით მსახურად, თქვენი მონა-მორჩილი, ლევან ხაბეიშვილი ", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სუსმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მისმა უფლებადამცველებმა აღნიშნული კი გაასაჩივრეს.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


