ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის რუსულ ოპერაციას, რომელსაც „არჩევნები“ ჰქვია, უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი


ავტორი
Front News საქართველო
“4 ოქტომბერი არის ბუნებრივი დედლაინი! არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, ვის რა შიში, შფოთვა და წუხილი აქვს — მაგრამ ერთი რამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას, რომელსაც „არჩევნები“ ჰქვია, უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი!” - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში
“და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე
არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი "დედლაინი"!!! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -“არჩევნები” უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!!!
ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.
იქნება თუ არა რთული? - დიახ იქნება!!!
არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? - ცხადია არის!!!
ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!!!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს