ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილმა აღიარა მარცხი! 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია!


ავტორი
Front News საქართველო
“ივანიშვილმა აღიარა მარცხი! “პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით! 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია! არანაირი გრძელვადიანი! 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ!” - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერილში.
“ივანიშვილმა აღიარა მარცხი! “პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით! 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია! ვამბობდი და ვამბობ, საჭიროა გამარჯვების რწმენა, გატეხეთ შიში, აჯობეთ საკუთარ თავს! ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია! არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ! არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ! პირიქით! მჯერა, დარწმუნდით ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში! არანაირი გრძელვადიანი! 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ! ვინც კიდევ შემოგთავაზებთ, ბლა-ბლა-ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირე! აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში! - წერს ლევან ხაბეიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სუსმა დღეს დააკავა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს