ლევან ხაბეიშვილი - ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ

ავტორი
Front News საქართველო
ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრეს.
“ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ. ჯუანშერის და ღარიბაშვილის შეხვედრა, გარდა „ჩვენებას ვისზე გთხოვდნენ ძმაო”?! ეხებოდა პარტია გააკეთე ირაკლი და დაგვიცავი, პოლიტიკური „დაცვა” მაინც გავიკეთოთო”, - წერს ლევან ხაბეიშვილი.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი




