
ავტორი
Front News საქართველო
კეზერაშვილთან შეხვედრას კვიპროსში ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები ესწრებოდნენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა “რეაქციაში” განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ის კვიპროსში დავით კეზერაშვილს შეხვდა, თუმცა, შეხვედრას ის ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ, ვინც ოლიგარქ ივანიშვილთან დაახლოებულები არიან.
“არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, არაფერი დაფარული და დამალული არ არის. ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილის გარდა, სხვა ძალიან ბევრი საინტერესო, ბიზნესმენი, ქართველი, მათ შორის, საქართველოში მოღვაწე, რომელიც შეიძლება დღეს ითვლებოდეს ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებულ ბიზნესმენად, ეს ხალხი და მათი წარმომადგენლები, ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი.
ის ხალხი, ვინც თვლის, რომ რუსული პარტია უნდა დასრულდეს და ვისაც ყელში აქვს ამოსული, რაც დღეს ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონება. ჩემი აზრით, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მუშაობენ და დაიწყებენ ამის გადამოწმებას – ვიღაც საქართველოდან ჩამოვიდა, ვიღაც საფრანგეთიდან, ვიღაც გერმანიიდან, ვიღაც ბელგიიდან, ვიღაც შვედეთიდან, ვიღაც ფინეთიდან.
ყველას დაველაპარაკები, ვისაც ერთი აგურის დადება შეუძლია ივანიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის კეზერაშვილს”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს