
ავტორი
Front News საქართველო
ხალხის ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, უნდა ესმოდეთ, რომ არ ემსახურება ეს კანონი საქართველოს მოქალაქის ინტერესს, არამედ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს ატარებენ, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ხალხიც და პარლამენტიც მას ემსახურებოდეს.
“ივანიშვილი ისე უყურებს ქვეყანასაც და საქართველოს პარლამენტსაც, რომ ხალხს კი არ უნდა ემსახურებოდნენ, პარლამენტიც და პარლამენტარებიც ივანიშვილს უნდა ემსახურებოდნენ. შესაბამისად, კანონებიც მისთვის არის. მოსახლეობას ხომ კარგად ესმის, რომ 300 ლარზე მეტი ღირებულების რამეს თუ გამოიწერს, იმაში გადასახადებს გადაახდევინებს და ახლა ბიძინამ შემოიტანა ისეთი კანონი, რომ მილიარდების შემოტანის შემთხვევაში არცერთ ლარს არ გადაიხდის. კანონებს იმიტომ კი არ იღებენ, რომ ქართველ ხალხს უჭირს ცხოვრება გაზიარებულია და სერიოზული პრობლემები აქვს საქართველოს მოქალაქეს, ამისთვის არაფერს არ აკეთებენ. ივანიშვილი, ეს პარანოიკი ადამიანი ფიქრობს, რომ თავისთვის აიშენებს კუნძულს და საქართველოს მოქალაქეებს არაფერს არ დაეკითხება – ცხადია, ასე არ გამოვა.
ხალხს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს უნდა ესმოდეს, რომ არ ემსახურება ეს კანონი საქართველოს მოქალაქის ინტერესს, არამედ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს ატარებენ. წარმოუდგენელია გაურკვეველი წარმომავლობის ფულის შემოტანა უნდოდეს ისე, რომ ლარიც არ გადაიხადოს ბიუჯეტში და თქვენ თუ 300-400 ლარიან ნივთს გამოიწერთ, დაგბეგრავენ და შეიძლება ორჯერ უფრო მეტის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე ნივთის ღირებულებაა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თაგები:
ლევან ხაბეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს